ახალ MAZDA 3-ში თქვენ ყოველ დეტალთან მიმართებაში იგრძნობთ კომფორტის უფრო მაღალ დონეს. ინტერიერის წინა ნაწილში ძარის დგარების ფორმა და განლაგება უზრუნველყოფენ გზის კარგ ხილვადობას. ფართო უკანა ფანჯარა და კომპაქტური თავის საყრდენები ხელს უწყობენ ბუნებრივ განათებასა და კარგ ხილვადობას.
MAZDA 3-ის ინტერიერი გამოირჩევა განსაკუთრებული სტილითა და დახვეწილობით. თუმცა ავტომობილის არსი არა მხოლოდ მის მიმზიდველ დიზაინშია. წამოწეული ცენტრალური დისპლეი და საჭეზე არსებული გადამრთველები უზრუნველყოფენ ინსტრუმენტული დაფის და მართვის კონსოლის სიმარტივეს. მაზდა3-ის ინსტრუმენტული დაფა განახლებული განათებით გაცილებით უფრო ადვილად აღქმადია.