ავტომობილი, რომელიც მოგანიჭებთ მართვის სიამოვნებას, როგორც ქალაქში ასევე ქალაქგარეთ გადაადგილებისას.
MAZDA 3 უპირველეს ყოვლისა დინამიური ავტომობილია. ამასთან ერთად ორიგინალური და გაუმჯობესებული ტექნოლოგიები ამ ავტომობილში უზრუნველყოფენ განსაკუთრებულ კომფორტს, საწვავის ეკონომიასა და უსაფრთხოებას.
მაზდა3-ის ათლეტურ ექსტერიერს არაჩვეულებრივად ავსებს მისი დახვეწილი ინტერიერი. წინა ბამპერი და რადიატორის ცხაური ასახავენ MAZDA 3-ის აეროდინამიურ მახასიათებლებს, ხოლო ორიგინალური მსუბუქი ლითონის დისკები აერთიანებენ ელეგანტურობასა და ფუნქციონალურობას.
ავტომობილის პრაქტიკული სილამაზე კარგად ჩანს MAZDA 3-ის სალონის დათვალიერებისას. მაზდა3-ის ინტერიერი პრაქტიკულად და ფუნქციონალურად არის შედგენილი და ის ასევე ძალზედ მიმზიდველია. ინსტრუმენტული დაფადა საინფორმაციო დისპლეი მოხერხებულია და მარტივად გამოსაყენებელი. მაზდა3-ის სავარძლებმაც კი განიცადეს დიზაინისა და ტექსტურის არსებითი ცვლილება და არაჩვეულებრივი კომფორტის შესაქმნელად რამდენიმე სტილი გააერთიანეს.